აღა-მაჰმად-ხანი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|აღა-მაჰმად-ხანი}} |
აღა-მოჰამედ-ხანი (აზერ. Ağa Məhəmməd-xan Qacar, სპარს. آقا محمد خان قاجار Âqâ Mohammad xân Qâjâr; დ. 1742 — გ. 1797), ირანის გამგებელი 1794 წლიდან, შაჰი 1796 წლიდან. ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი. აღა-მოჰამედ-ხანი მცირეწლოვანი იყო, როცა ტყვედ ჩაიგდო და დაასაჭურისა მამამისის — ყაჯართა ტომის მედირ-შაჰის ძემ ადილ-შაჰ ავშარმა. მამამისის დამარცხების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი შირაზში, ზენდების სამეფო კარზე წაიყვანეს. 1779 წელს ქერიმ-ხან ზენდის გარდაცვალების შემდეგ შირაზიდან ასთარაბადს გაიქცა და სათავეში ჩაუდგა ყაჯარ ტომთა ბრძოლას სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. მალე დაიკავა ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილი, 1794 წელს კი ბოლო მოუღო ზენდების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს და ირანის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა.იყო მკაცრი და ულმობელი მმართველი.
ირანის სატახტო ქალაქი აღა-მაჰმად-ხანმა თეირანში გადაიტანა. 1795 წელს მან გაილაშქრა აზერბაიჯანსა და საქართველოზე, დაარბია თბილისი (კრწანისის ბრძოლა, 1795), ხოლო საქართველოდან დაბრუნებისა და ირანის შაჰინ-შაჰის ტიტულის მიღების შემდეგ (1796) დაიპყრო ხორასანი.
1797 წელს ამიერკავკასიაში მეორედ ლაშქრობისას აღა-მაჰმად-ხანი შუშაში მოკლეს მისმა მსახურებმა.
სტატიის