ნადირ-შაჰი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ირანის შაჰს ეხება. ავღანეთის მეფის შესახებ იხილეთ მუჰამედ ნადირ-შაჰი.
ნადირ-შაჰი
ნადირ-შაჰი

ნადირ-შაჰი ავშარი, იგივე თამაზ I ყული–ხანი (დ. 22 ოქტომბერი, 1688, დერაგიოზი, ხორასანი — გ. 20 ივნისი, 1747, ხაბუშანი, იქვე), ირანის შაჰი 1736—1747, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან.

1726 წელს სამსახური დაიწყო შაჰ-თამაზ II-თან. ნადირ-შაჰ წარმატებით ხელმძღვანელობდა ირანელი ხალხის ბრძოლას ავღანელებისა და ოსმალების წინააღმდეგ, რამაც ძალზე გაზარდა მისი ავტორიტეტი. მან 1732 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თამაზ II, შაჰად გამოაცხადა მისი მცირეწლოვანი შვილი აბას III, თვითონ ჯერ რეგენტი გახდა, 1736 წელს კი — ირანის შაჰი. ნადირ-შაჰმა 1737—1738 წლებში დალაშქრა ჩრდილოეთი ინდოეთი, 1739 წელს აიღო და გაძარცვა დელი. მან დამპყობლური ომების შედეგად შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელშიც ირანის გარდა (პროვინციების ან ვასალური ტერიტორიების სახით) შევიდა სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ საქართველო, დაღესტანი, ავღანეთი, ბელუჯისტანი, ხივისა და ბუხარის სახანოები. 1735—1747 წლებში ნადირ-შაჰმა მძიმე ხარკი დაადო ქართლს (ყიზილბაშობა). სახალხო აჯანყებებმა შეარყია ნადირ-შაჰის სახელმწიფოს საფუძვლები. ნადირ-შაჰ მოკლეს ხორასანში შეთქმულებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]