კორუფცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსოფლიო რუკა კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით

კორუფცია (ლათ. corrumpere = ვაფუჭებ) — ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის.

მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, ძალაუფლების გამოყენება, გაფლანგვა და ნეპოტიზმი. როგორც წესი სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების, როგორიცაა ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვათა, ხელშეწყობის მიზნით ხდება, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია კორუფცია სხვა სახის კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით არ ხდებოდეს.

კორუფციის განმარტება განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. გარკვეული სახის პოლიტიკური დაფინანსების პრაქტიკა, რომელიც ლეგალურია ერთ ქვეყანაში, შესაძლებელია არალეგალური იყო მეორეში. რიგ ქვეყნებში პოლიციასა და სამართალდამცავ ორგანოებს ფართო ძალაუფლება აქვთ იმაზე თუ ვის ჩათვლიან დაპატიმრების და სასჯელის მისჯის კანდიდატად და ზღვარი სამართლიანობასა და კორუფციას შორის შეიძლება საკმაოდ ძნელი გასავლები იყოს. ქვეყნებში სადაც ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკა და ლობირების პრაქტიკა მიღებულია ის რაც სხვაგან კორუფციად ჩაითვლებოდა ამ შემთხვევაში შესაძლებელია ოფიციალური ჯგუფის ლეგიტიმურ უფლებად იქნეს მიჩნეული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 682, თბ., 1980 წელი.
  • Charles Copeman and Amy McGrath (eds.)(1997), Corrupt Elections. Ballot Rigging in Australia, Towerhouse Publications, Kensington, NSW
  • Donatella della Porta, and Alberto Vannucci, (1999). Corrupt Exchanges: Actors, Resources, and Mechanisms of Political Corruption. New York: Aldine de Gruyter.
  • Axel Dreher, Christos Kotsogiannis, Steve McCorriston (2004)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: