არიელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიელები, ან არიები — ინდოევროპული (პროტოინდოირანული) ჯგუფის ერების სახელწოდება, რომლებიც ბრინჯაოს ხანაში სახლობდნენ ევრაზიის სტეპების ტერიტორიაზე და შემდგომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში გადასახლდნენ ირანსა და ინდოეთში.

ტერმინის წარმოშობა[რედაქტირება]

ტერმინი მომდინარეობს სანსკრიტული და ირანული სიტყვა ari-–დან (arya|arya-, ārya-). თვით სიტყვა ირანი ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია არიელების სახელწოდებასთან.

ტერმინი "არიელები" ევროპელ მეცნიერთა შრომებში გამოჩნდა მე–19 საუკუნის ბოლო მეოთხედში. იმავე პერიოდიდან ტერმინი მიუსადაგეს ევროპულ ერებს, მას შემდეგ რაც მე–19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერულად დადასტურდა ინდოევროპული ენების გენეტიკური ერთიანობა.

ფართოდ არის გავრცელებული მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ტერმინი შეიქმნა ნაცისტური გერმანიის იდეოლოგების მიერ.

დღევანდელ დღეს მეცნიერებაში ყველა ინდოევროპულ ერთან ტერმინი "არიული" არ გამოიყენება. ინდოევროპული ენების მონათესავე ჯგუფს, რომელშიც შედის ინდური ენები (სანსკრიტი, ჰინდი, ბენგალი, გუჯარათი), ასევე ბოშების ენა ეწოდება ინდოარიული ენები.

გავრცელება[რედაქტირება]

არიელების ისტორიული სამშობლო – აზია და აღმოსავლეთ ევროპა, სავარაუდოდ, მოიცავდა გეოგრაფიულ სარტყელს ინდოსტანიდან სამხრეთ ურალამდე და შავი ძღვის ჩრდილოეთ სანაპირომდე.

ვინაიდან არიელები აღნიშნულ ტერიტორებზე ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, არსებობს მრავალი თეორია არიელების ჩრილოურ სამშობლოზე: ჰიპერბორეა, არქტიდა. ძველი ინდოეთის კასტურ წყობილებაში 3 უმაღლესი კასტაბრაჰმანები, ქშათრიები და ვაიშიები – ითვლებოდნენ არიულებად.

ითვლება, რომ არიელების მიერ ზემოთაღნიშნული ტერიტორიების ათვისების შედეგად განდევნეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა შთამომავლები დრავიდული ერები არიან.

რასობრივი თეორიები[რედაქტირება]

არიელების არსებობის ჰიპოთეზა გაჩნდა XIX საუკუნეში და თავიდანვე ნაცისტების მიერ იქნა ათვისებული, რომლის მეშვეობითაც ისინი ხსნიდნენ გერმანელთა უპირატესობას სხვა ერებთან მიმართებაში.

ნაცისტურ რასობრივ ლიტერატურაში არიელები (განსაკუთრებით კი, გერმანელები) ითვლებოდნენ "უმაღლეს" რასად, იმ დროს, როცა ინდოარიული ერი – ბოშები, ნაცისტების მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიდა.

მესამე რაიხის იდეოლოგების აზრით არიელები წარმოადგენდნენ განსაკუთრებულ რასას, რომლის განმასხვავებელი ნიშნები იყო: ღია ფერის კანი და თმა, და ისეთი გენეტიკურად მდგრადი ნიშანი, როგორიცაა თვალის ფერადოვანი გარსის ღია ფერი (ცისფერი და მწვანე).

არიელთა მთავარ წმინდა ნიშნად ნაცისტებისთვის ითვლებოდა მზის ნიშანი – "სვასტიკა".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ivanov, Vyacheslav V.; Gamkrelidze, Thomas (1990), "The Early History of Indo-European Languages", Scientific American 262 (3): 110116.
  • Arvidsson, Stefan; Wichmann, Sonia (2006), Aryan Idols: Indo-European Mythology as Ideology and Science, University of Chicago Press.
  • Poliakov, Leon (1996), The Aryan Myth: A History of Racist and Nationalistic Ideas in Europe, New York: Barnes & Noble Books, ISBN 0-7607-0034-6.