მანა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თასი ქასანლუდან . VIII—VII საუკუნეები ჩ.წ.-მდე. ჩანახატი.

მანა, ძვ. აღმოსავლეთის სახელმწიფო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. I ათასწლეულის დასაწყისში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა სახელმწიფო ტიპის რამდენიმე გაერთიანება. ძვ. წ. IX საუკუნეში მანა გაძლიერდა (პირველად იხსენიება ძვ. წ. 843) და ძვ. წ. VIII საუკუნეში უკვე მსხვილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მოსახლეობას შეადგენდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, მათ შორის ირანულიც. სახელმწიფოში დიდ როლს თამაშობდა გვაროვნული და მსახურეული არისტოკრატია. ძვ. წ. VII საუკუნის დამდეგს მანა წარმატებით ებრძოდა ასურეთს, მაგრამ ძვ. წ. 660-659 წლებში დამარცხდა. ამ მარცხს მოჰყვა სახალხო აჯანყება და მანის მეფის ახშერის მოკვლა. ძვ. წ. VII საუკუნეში მანის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სკვითბი. იმავე VII და VII საუკუნეების მიჯნაზე მანა დაიმორჩილა და შეიერთა მიდიამ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 401, თბ., 1983

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მანა&oldid=1936811-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე