ირანის პრეზიდენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ირანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ირანის პრეზიდენტიირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, აირჩევა პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით 4 წლის ვადით. იგი ქმნის მინისტრთა კაბინეტს და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ ირანის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იმყოფება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის (ამჟამად აიათოლა ხამენეი) კონტროლის ქვეშ. პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულ იქნა შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ. თავდაპირველად მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილების შემდეგ გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი და მისი ბევრი ფუნქცია პრეზიდენტს დაეკისრა. ამჟამად ირანის პრეზიდენტი გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს.

ირანის პრეზიდენტები[რედაქტირება]

გვარი და სახელი მოღვაწეობის წლები შენიშვნა
1 აბოლჰასან ბანისადრი 19801981 გამოეცხადა იმპიჩმენტი
2 მოჰამედ ალი რაჯაი 1981 მოკლულ იქნა
3 ალი ხამენეი 19811989 არჩეულ იქნა სულიერ ლიდერად
4 ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი 19891997
5 მოჰამედ ხათამი 19972005
6 მაჰმუდ აჰმადინეჟადი 20052013
7 ჰასან რუჰანი 2013 – დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]