საფარიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფარიდები
მონარქია

Tahirid Dynasty 821 - 873 (AD).png







861900 Samanid dynasty (819–999).GIF






Saffarid dynasty 861-1003.png
დედაქალაქი ზარანჯი
ენა სპარსული
ემირი
 - 961-879 იაკუბ იბნ ლაისი
 - 879–900 ამრ იბნ ლაისი

საფარიდები — ირანული დინასტია. სახელმწიფოს განაგებდა 861–900 წწ. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბთა ბატონობისაგან ირანის განთავისუფლებაში. დინასტიის დამაარსებელნი იყვნენ იაკუბ იბნ ლაისი და მისი ძმა ამრი, სისტანელი გლეხები. იაკუბი მესპილენძის ქარგალი იყო (სპარს. საფარ – მესპილენძე, აქედან – დინასტიის სახელწოდება). იაკობი დაწინაურდა ხალიფას ჯარში, ჩამოიშორა თავისი მხედართმთავარი (სისტანის გამგებელი) და 861 წელს სისტანის ამირა გახდა. 873 წლისათვის მას უკვე ეპყრა მთელი სამხრეთ და აღმოსავლეთი ირანი და ახლანდელი ავღანეთის ტერიტორიის ნაწილი, 873 წელს მიიტაცა ტაჰირიდების სამფლობელოები ხორასანში. 875 წელს უშედეგოდ გაილაშქრა ბაღდადზე. საფარიდმა ამრიმ (879-900 წწ.) თავი ხალიფის ნაცვლად აღიარა და მისგან აღმოსავლეთ ირანის მართვის სიგელი მიიღო. 900 და 908 წლებს შორის საფარიდების სამფლობელოები სამანიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]