დელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
დელი
Delhi Montage.jpg
ქვეყანა ინდოეთი
კოორდ. 17°21′58″ ჩ. გ. 77°13′48″ ა. გ. / 
სიმაღლე 0–125
მოსახლეობა 11 007 835 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 3 886 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+5:30
საფოსტო ინდექსი 20001-20098, 20201-20599
ოფიციალური საიტი http://delhi.gov.in

დელი მდებარეობა ინდოეთი

Red pog.svg
დელის ცხრა ოლქი

დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی‎, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — საქალაქო აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქი. ამ სახელით ასევე აღინიშნება ეროვნული დედაქალაქის ტერიტორია, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტი შედის. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი — ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).

ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.

სექციების სია

[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები და რეგიონები

დელის ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[1]

ქალაქი ქვეყანა თარიღი
სეული სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჩიკაგო აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 2001[2]
ლონდონი გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 2002[3]
ლოს-ანჯელესი აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
სიდნეი ავსტრალიის დროშა ავსტრალია
კუალა-ლუმპური მალაიზიის დროშა მალაიზია
მოსკოვი რუსეთის დროშა რუსეთი 2002[4]
ტოკიო იაპონიის დროშა იაპონია
ულან-ბატორი მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 2002[4]
სანკტ-პეტერბურგი რუსეთის დროშა რუსეთი 2002[4]
პარიზი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2006[5]
ერევანი სომხეთის დროშა სომხეთი 2008
ფუკუოკას პრეფექტურა (დამეგობრებული რეგიონი) იაპონიის დროშა იაპონია 2007

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Delhi to London, it’s a sister act“, India Times, 7 July 2002. წაკითხვის თარიღი: 18 February 2009. 
  2. Sister cities of Chicago. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.
  3. Friendship agreement to be signed between London and Delhi. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 Sister-City Agreements. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.
  5. Paris wants 'sister-city' relationship with Delhi. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დელი&oldid=1944774-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე