ყირიმის ომი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანც რუბოს ნახატი "ყირიმის ალყა"

ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთის მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორეს მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და გარკვეულწილად ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის.

სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა.

[რედაქტირება] ისტორია

ყირიმის ომის რუკა

რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წელს ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ ბლკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა. ინგლისი დასაფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.

მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა. ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთიმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოროლის დაცვა. წარმატებები კავკასიასი ყარსისი აღებით მნიშვნელოვან ვერაფერს ცვლიდა. რუსეთმა სრული მარცხი განიცადა.

სევასტოპოლის ალყის დროს გაედაიცვალა ნიკოლოზ I. 1855 წლიდან მისი ვაჟი ალექსანდრე II გახდა მეფე. 1856 წელს იგი იძულებული გახდა დათანხმებოდა პარიზის საზავო ხელშეკრულების მძიმე პირობებს. ამ ზავით რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და ბესარაბია. რუსეთს ჩამოერთვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლება. შავ ზღვაზე რუსეთის ციხესიმაგრეები უნდა დაენგრია. შავი ზღვა ყველა გემისთვის ღია ზღვად ცხადდებოდა. სერბია, ვლახეთი და მოლდოვა ევროპის სახელმწიფოთა მფარველობის ქვეშ მოექცა. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა საერთაშორისო ავტორიტეტი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე