აყ-ყოიუნლუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აყ-ყოიუნლუ
آق قویونلو />Ağ Qoyunlu

KarakoyunluFlag.png
13781501 Safavid Flag.png
AkkoyunluFlag.png
დროშა
Aq Qoyunlu.png
დედაქალაქი დიარბაქირი 1453 – 1471
თავრიზი 1468 – 1478
ენა აზერბაიჯანული
მმართველობის ფორმა მონარქია
 - 1378–1435 ყარა-ოსმანი
 - 1501–1501 მურად-იბნ-იაქუბი
შუა საუკუნეები
ისტორია
 - წარმოქმნა 1378
 - დაცემა 1501

აყ-ყოიუნლუ — ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომთა გაერთიანება მდინარე ტიგრის ზემოწელში (დიარბექირსა და სივასს შორის) XIV-XV საუკუნეებში, XV საუკუნის დასაწყისიდან ფეოდალური სახელმწიფოა (დედაქალაქი დიარბექირი). უზუნ-ჰასანის გამგებლობის დროს (1453-1478 წწ.) აყ-ყოიუნლუ გაძლიერდა, გაანადგურა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო და დაიკავა სომხეთი, აზერბაიჯანი, ერაყი და დასავლეთი ირანი. XV საუკუნის 60-70-იან წლებში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აყ-ყოიუნლუმ კავშირი დაამყარა ვენეციასთან, რომის პაპსა და უნგრეთთან. ანტიოსმალური კოალიციის შექმნას მხარს უჭერდა საქართველოც. 1473 წელს ოსმალებმა თერჯანასთან ბრძოლაში დაამარცხეს აყ-ყოიუნლუს ლაშქარი. 70-90-იან წლებში უზუნ-ჰასანმა და იაყუბ-ფადიშაჰმა რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოში, რომლის მიზანი იყო ნადავლის მოპოვება. ამავე პერიოდში იყო რამდენიმე ცდა სახელმწიფოში საგადასახადო რეფორმების გატარებისა, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ფეოდალურმა შინაბრძოლებმა და ხალხის მასების უკმაყოფილების ზრდამ დაასუსტა სახელმწიფო, ხოლო 1502 წელს ყიზილბაშებმა ისმაილ სეფიანის მეთაურობით ბოლო მოუღეს მას.

ლიტერატურა[რედაქტირება]