ავღანელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავღანელები ღაზის სტადიონზე
ავღანეთის ეთნიკური რუკა

ავღანელებიავღანეთის მოსახლეობა. 2005 წლისათვის ისინი შეადგენდნენ 30 მლნ. ადამიანს.ქალაქებში ცხოვრობს მთლიანი მოსახლეობის 20%. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ² 45 ადამიანი. განათლება 45% მამაკაცები, 15% ქალები.

ეთნიკური შემადგენლობა[რედაქტირება]

ავღანეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა შეიცავს 20–ზე მეტ ეროვნებას. ენობრივი ურთიერთდამოკიდებულებით ისინი წარმოადგენენ შემდეგ ენათა ოჯახებს: ირანულს, თურქულს, დარდულს, დრავიდულს.

1930-ან წლებამდე სამეცნიერო ლიტერატურასა და პრესაში ტერმინით "ავღანელები, "ავღანელი ხალხი", მოიხსენებოდა მხოლოდ პუშტუნები. დღეისათვის ამ ტერმინის ქვეშ მოიხსენება ავღანეთის მთელი მოსახლეობა მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა. საკანონმდებლო დონეზე ეს გამოხატულია ავღანეთის კონსტიტუციაში 1964 და 1977 წლებში. კონსტიტუციის თანახმად ავღანეთის ყველა მცხოვრები გამოცხადებული "ავღანელად", ხოლო ქვეყნის მთელი მოსახლეობა "ავღანელ ერად". 2004 წელს მიღებული უკანასკნელი კონსტიტუცია, აგრეთვე. ადასტურებს, რომ ავღანეთის ხალხი შედგება შემდეგი ეთნიკური ჯგუფებისგან" პუშტუნები, ტაჯიკები, ხაზარები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები, პასაები, ნურისტანელები, აიმაკები, ყირგიზები, ყიზილბაშები, გუჯარები, ბრაგუები და სხვები.

ავღანეთის ეთნოლინგვისტური რუკა.

პუშტუნები ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი. მათი რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით მერყეობს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 39,4–დან 42%–მდე ფარგლებში.

ტაჯიკები რაოდენობის მხრივ ქვეყნს მოსახლეობის მეორე დიდი ჯგუფი — 27–დან 38%–მდე ფარგლებში.

უზბეკები არის თურქულენოვანი ავღანეთის მოსახლეობის სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფი. მათი რაოდენობა შეადგენს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6–დან 9%–მდე ფარგლებში.

ხაზარები ქვეყნის მეოთხე დიდი ეთნიკური ჯგუფი. ეს არის მონგოლური წარმომავლობის ხალხი და მათი რაოდენობა მერყეობს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 8–დან 10%–მდე ფარგლებში. მათი ძირითადი მასა ბინადრობს ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ხაზარაჯათის დიდ მთიან რეგიონში.

პაშაები, აიმაკები და თურქმენები ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, თურქმენეთის რესპუბლიკის მოსაზღვრე რაიონებში —ბადგის, ფარიაბის, ჯუზჯანის პროვინციებში. ისინი მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენენ ბალხის, სამანგანის, ბაგლანის და კუნდუზის პროვინციებში. თურქმენთა ზოგიერთი ჯგუფი ჩასახლდა აგრეთვე, სამხრეტით, ჰილმანდისა და ქაბულის პროვინციებში. ავღანელი თურქმენები, ძირითადად წარმოდგენილია ერსარის და ალი–ელის ტომებით. მათ გარდა, ქვეყანაში არსებობენ, აგრეთვე, სარიკების, სალორების და თექეს მცირერიცხოვანი ჯგუფები. თექეს ტომებს მიეკუთვნებიან ჰერათისა და ბადგისის თურქმენები, სალორებსა და სარიკებს —ფარიაბის თურქმენები, ერსარს — ჯუზჯანის თურქმენები, ყველა დანარჩენი, ძირითადად, ალი–ელის თურქმენებს.

პროვინცია ჰერათში, სოფლებში მამიზაკსა და შაჰიბანში, ცხოვრობს თურქმანულენოვანი ეთნიკური ჯგუფი მაური. მცირე რაოდენობით ისინი წარმოდგენილი არიან, აგრთევე, სოფელ ნანგაბადსა და თვით ჰერათში. მათი ნაწილი, მაგ: შაჰიბანში, თავის თავს იომუდებს უწოდებს, მეორე ნაწილი, მამიზაკში — სალირებს ერსარიმცებს.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Banting, Erinn. Afghanistan the People. Crabtree Publishing Company, 2003. ISBN 0-7787-9336-2.
  • Caroe, Olaf (1958). The Pathans: 500 B.C.-A.D. 1957. Oxford in Asia Historical Reprints. Oxford University Press, 1983. ISBN 0-19-577221-0.
  • Dupree, Nancy Hatch. An Historical Guide to Afghanistan. 2nd Edition. Revised and Enlarged. Afghan Air Authority, Afghan Tourist Organization, 1977.
  • Elphinstone, Mountstuart. 1819. An account of the kingdom of Caubul, and its dependencies in Persia, Tartary, and India: Comprising a view of the Afghaun nation, and a history of the Dooraunee monarchy. Printed for Longman, Hurst, Rees, Orme, and Brown, and J. Murry, 1819.
  • Habibi, Abdul Hai. 2003. "Afghanistan: An Abridged History." Fenestra Books. ISBN 1-58736-169-8.
  • Hopkins, B. D. 2008. The Making of Modern Afghanistan. Palgrave Macmillan, 2008. ISBN 0-230-55421-0.
  • Reddy, L. R. Inside Afghanistan: end of the Taliban era?. APH Publishing, 2002. ISBN 81-7648-319-2.
  • Amy Romano. A Historical Atlas of Afghanistan. The Rosen Publishing Group, 2003. ISBN 0-8239-3863-8.
  • Vogelsang, Willem. The Afghans. Wiley-Blackwell, 2002. Oxford, UK & Massachusette, USA. ISBN 0-631-19841-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]