მაჰმუდ ღაზნევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჰმუდ ღაზნევი (სპარს. محمود غزنوی) ან იამინ ად-დაულა მაჰმუდი (დ. 2 ნოემბერი, 971 — გ. 30 აპრილი, 1030, ღაზნი) — ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანი 998-1030 წწ. ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი. გამოირჩეოდა დიდი ენერგიითა და ნებისყოფით, ამავე დროს იყო ვერაგი დესპოტი, სასტიკად ახშობდა სახალხო მოძრაობას. მაჰმუდ ღაზნევის დროს ღაზნევიანთა სახელმწიფომ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია. მაჰმუდ ღაზნევმა მოაწყო მრავალი დამპყრობლური ლაშქრობა, მან 17-ჯერ ილაშქრა ჩრდილოეთ ინდოეთში (1000-1027 წ.). ხელს უწყობდა მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: