არდაშირ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რელიეფი არდაშირის გამოსახულებით

არდაშირ I (დ. დაახლოებით 180; გ. 22 სექტემბერი, 239, სხვა ცნობებით 241) — ირანის შაჰი 236-241 წლებში, სასანიანთა დინასტიის ფუძემდებელი. მისი პაპა - ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო. არდაშირ I ემსახურებოდა პარტელთა მეფე არტაბან V-ს (209-224) , შემდეგ ფარსის წარჩინებულთა და ქურუმთა მხარდაჭერით აუჯანყდა მას, 224 წლის 28 აპრილს მოიპოვა გამარჯვება და ბოლო მოუღო არშაკიდთა პართულ დინასტიას.

არდაშირ I-მა 226 დააარსა სასანიანთა სახელმწიფო და მიიღო შაჰინშაჰის (მეფეთმეფის) ტიტული. შემოიმტკიცა არშაკიდთა იმპერიის თითქმის ყველა სამფლობელო, რომელთაც შემდეგ მიუმატა ხორასანი, სისტანი, მიდია, სომხეთის ნაწილი და სხვა. ომები გადაიხადა რომთან სომხეთისა და მესოპოტამიისათვის. ცდილობდა აღედგინა აქემენიდთა ტრადიციები როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ-სახელმწიფოებრივ სფეროში.

ლიტერატურა[რედაქტირება]