ყაზვინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ყაზვინი
قزوین
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ოსტანი ყაზვინი
კოორდინატები 36°16′28″ ჩ. გ. 50°00′18″ ა. გ. / 36.27444° ჩ. გ. 50.00500° ა. გ. / 36.27444; 50.00500
სიმაღლე 1 800
მოსახლეობა 331 409 კაცი (2005)
დროის სარტყელი UTC+3:30

ყაზვინი მდებარეობა ირანი

Red pog.svg

ყაზვინი (სპარს. قزوین) - ქალაქი ირანში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრი და უდიდესი ქალაქი. 2005 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 331.409 კაცი.

დასახლებიდან 165 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი თეირანი. ყაზვინი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრ სიმაღლეზე. აქ კლიმატი ცივი, მაგრამ მშრალია. ქალაქის კლიმატზე უდიდესი გავლენას ახდენს სამხრეთით არსებული ელბრუსის მთები.

ქალაქ ყაზვინის მოსახლების უმრავლესობაში არის სპარსული მოსახლეობა, აქ მცხოვრებთათვის მთავარი სასაუბრო ენა არის სპარსული. მიუხედავად ამისა ყაზვინში აგრეთვე საუბრობენ: ქურთულ, აზერბაიჯანულ და ლურის ენებზე.

ყაზვინი დაარსებული იყო ჯერ კიდევ უძველეს დროში. ქალაქის ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს არის 2,000-ზე მეტი არქეოლოგიური და არქიტექორული ძეგლი. 644 წელს ქალაქი არაბებმა აიღეს, სწორედ ამ პერიოდში ეს ტერიტორია მუსლიმანების გავლენის ქვეშ მოექცა. უკვე XIII საუკუნისთვის ქალაქს მონღოლები იღებენ. ყაზვინიდან 100 კილომეტრში მდებარეობდა ალამუტის ციხესიმაგრე.

სეფიანთა პერიოდში ყაზვინს განსაკუთრებული ფუქციები დაეკისრა, ეს დასახლება გარკვეული პერიოდი სეფიანთა იმპერიის დედაქალაქიც იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: