მანიქეიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანიქეველი მოძღვრები, გრაგნილზე წარწერა უიგურის ენაზე.

მანიქეიზმი, მანიქეველობა (სპარს.: آیین مانی Āyin e Māni, ლეგენდ. დამფუძნებლის – მანის (216–276), მანექის სახელიდან) – ზოროასტრიზმისა და ქრისტიანობის ერთიანობის ნიადაგზე შექმნილი რელიგია (III ს.), რომელიც ფართოდ გავრცელდა, სპარსეთიდან ჩინეთამდე. მანი – მქადაგებელი ზეცის მოვლენილად ითვლებოდა, მანვე გადმოიღო ქრისტიანული მესიანიზმის იდეა, საფუძვლად კი გახდა ზოროასტრიზმის დუალიზმი: სამყაროს ორი საწყისი აქვს, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და წყვდიადი, პირველის მეუფეა ღმერთი, მეორის – სატანა, ეშმაკი. მათი ბრძოლა დასრულდება პირველი კატასტროფით: ბოროტება (მატერია) დაიღუპება, სიკეთე (სული) განთავისუფლდება. ეს იქადაგა მანექმა შაპურ I-ის გამეფებისას, ზოროასტრის ქურუმები მტრულად შეხვდნენ, ხოლო ახალმა შაჰმა ბაჰრამ I–მა მანი დილეგში ჩააგდო, 277 წელს კი სიკვდილით დასაჯა. წყვდიადის ძალად ცხადდებოდა მჩაგვრელთა კლასი, ამდენად ეს იყო მებრძოლი, თუმცა მქადაგებლური, პასიური სარწმუნოება, რაც ქრისტიანობამ ერესად გამოაცხადა. ბრძოლა გაგრძელდა V ს. შუახანებამდე, შემდეგ დარჩა დევნილი ერესების სახით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: