ახალაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალაკიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში აჭარიდან.

ივ. ჯავახიშვილი ახალაკს ასე აღწერს: „მუქი-წითელია, დიდი, წოწოლა, შემჭიდროვებული მტევანი აქვს. მსხვილმარცვლიანია, ოდნავ მოგრძო და სქელკანიანი, ძალიან ტკბილი არ არის. საჭმელადაც ხმარობენ და საღვინედაც“. ერთეული ძირებია აჭარაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 567