ბეგლარის ყურძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეგლარის ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ძალიან იშვიათი ჯიშია და, სავარაუდოდ, გამავრცელებლის სახელს ატარებს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი, ზოგჯერ საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო ან თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალოზე მსხვილი ზომისაა (თუმცა ჯიშისათვის დამახასიათებელია მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა), მომრგვალო ფორმის ან ოდნავ ოვალური. ყვითელი, მოვარდისფრო ელფერით, ღრუბლისფერი, თხელკანიანი, ოდნავ კნატუნა რბილობით და სასიამოვნო გემოთი.

ჯიში საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14-20%-ს, მჟავიანობა — 7.5-13 გ/ლ-ს.

ბეგლარის ყურძენი გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი და საკუპაჟე ღვინოების დდასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 69