ყვითელი კუმსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვითელი კუმსი, ყვითელი უბაკლურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ყვითელი კუმსი სხვა ჯიშის ვენახებშია შერეული. იშვიათად გვხვდება კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. კახეთში მას ყვითელ უბაკლურსაც უწოდებენ.

თავისი ამპელოგრაფიული ნიშნებით ყვითელი კუმსი ძალიან ახლოს დგას კახური ვაზის ჯიშე-ბთან და მათთან ერთად წარმოშობის საერთო კერა აქვს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ძირითადად ცილინდრული ფორმის, იშვიათად გვხვდება კილინდრულ-კონუსური და ფრთიანი მტევნები. კუმსია ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მაგრამ სიკუმსის გამო დეფორმირებულია. მოყვითალოა, ქარვისფერი ელფერით. კანი სქელი და საშუალო სიმკვრივის აქვს, ცვილისებრი ოიფქით სუსტად დაფარული. რბილობი მკვრივია.

ყვითელი კუმსი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157 დღეა. მტევნის წონა 160-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7 გ/ლ-ს.

ყვითელი კუმსი ძირითადად გამოიყენება სასუფრე ყურძნად, აგრეთვე სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 403