ჭანკილოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანკილოურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-წითელი. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივის აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, მდნარი. წვენი შეუფერავი.

ჭანკილოური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175-185 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

ჭანკილოური გამოიყენება სხვა წითელყურძნიან ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ჯიშური ღვინო მიიღება ღია-წითელი შეფერვის, მსუბუქი და საკმაოდ ხალისიანი გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 491