საფერავი ბუდეშურისებური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფერავი ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ამ სახელწოდებითაა აღწერილი 1895 წელს სიმონ ქვარიანის მიერ იორის გასწვრივ მდებარე სოფლებში.

ეს ვარიაცია მეორედაა აღმოჩენილი 1934 წელს ვასილ ლოლაძის მიერ სოფელ ხაშმში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი, მცირედ ოვალური. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ჯაგრისებურ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან წაგრძელებული ფორმის, მუქი-ლურჯი ფერის. კანი თხელი და საშუალო სიმკვრივის აქვს. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი, წვენი ოდნავაა შეფერილი, ბაცი ვარდისფერია.

საფერავი ბუდეშურისებური საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 157 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7გ/ლ-ს.

მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 337-338