არაბეული შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაბეული შავი, არაბოული, არაბეულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომის ან მსხვილია, მომრგვალო, შავად შეფერილი. კანი სქელი აქვს, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი მკვრივია, ხორციანი და ოდნავ წვნიანი. წვენი შეუფერავია.

არაბეული შავი საშუალო ზომით და საშუალომოსავლიანობით ხასიათდება. სრულ სიმწიფეშისექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ დამწიფებამდე საშუალოდ 158 დღეა. მტევნის წონა დაახლოებით 146 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 5.5-6.6 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, მჟავიანობა — 6.7-9.1 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 45