ხოტეურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხოტეურა, ხოტევურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

თავდაპირველად გავრცელებული იყო სოფელ ხოტევში, საიდანაც მიღებული აქვს სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ხშირად უფორმო, საკმაოდ კუმსია ან თხელი. მარცვალო საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, მუქი-წითელი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ნაკლებწვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ხოტეურა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 100-125 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 12-14 გ/ლ-ს.

გამოიყენება საშუალო ხარისხისა და საკმაოდ ხალისიანი სუფრის მსუბუქი ღვინის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 524