გაბაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბაშაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთი/რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტ-ვილი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი, შავში გარდამავალი. კანი სქელი ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი სუსტადაა შეფერილი.

გაბაშა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლ-იდან სრულ სიმწიფემდე 167-172 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 180-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი წითელი ღვინო. შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საკუპაჟე მასალა მშრალი ღვინოებისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 89