ასურეთული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასურეთული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ ან ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსი. გვხვდება დატოტვილი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კანი საშუალო სისქის აქვს, ცვილისებრი ფიფქით ძლიერ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 48