აბისტაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბისტაჟ (აფხ. Абысҭажь — „ღომის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის. მცირედ დანაკვთული, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომის, თხელი. ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ხშირად უვითარდება მხარი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული. მოყვითალო-მომწვანო ელფერის. სქელკანიანია, ცვილისებრი ნაფიფქით ოდნავ დაფარული. აქვს საკმაოდ წვნიანი, მდნარი და სასიამოვნო გემოს რბილობი.

ამისტაჟი საშუალო ზრდით ხასიათდება. უხვმოსავლიანია და აქვს წვენის კარგი მოსავალი. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.

მიიღება სუფრის თეთრი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 9