ვერტყვიჭალის თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერტყვიჭალის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მდინარე ძირულასთან გაშენებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის მიხედვით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ყვიოელი, სრული სიმწიფის დროს ქარვისფერი. რბილობი წვნიანი და ოდნავ კნატუნაა.

ვერტყვიჭალის თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 127