კიმპალა
კიმპალა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თხელი და მრგვალი ფორმის. მტევანი მცირე ზომისაა. მარცვალი მრგვალი, წვრილი, მუქი წითელი. რბილობი წვნიანია და ძალიან ტკბილი. მისი ღვინო დიდხანს არ ძლებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 187