ღობიეთის წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღობიეთის წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია. სახელწოდება მიღებული აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველთან მდებარე უბნის მიხედვით, რომელსაც ღობიეთი ეწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია ხშირი გართხმული აბლაბუდისებრი და მოკლე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით თხლად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავი, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი.

ღობიეთის წითელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 176 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-120 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.

მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 396