ჩხუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხუშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

გავრცელებულია მაღლარების სახით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ოდესღაც აჭარაში თეთრყურძნიანი ჩხუშიც ყოფილა გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძლიერ ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი პატარა ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი, თხელი, იშვიათად ააშულო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, თითქმის შავია, კანი საკმაოდ სქელია და მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ჩხუში საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 126 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 443