შავბარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შავბარდაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

შავბარდას ფოთლები იმდენად მუქი მწვანეა, რომ მოშაოდ გამოიყურება და სწორედ აქედან აქვს მიღებული სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა დაფარული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარაა, იშვიათად საშუალო ზომისა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, კუმსი ან ააშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, შავი, მუქი ლურჯი ელფერით, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. კანი სქელი და უხეში აქვს. რბილობი — წვნიანი, წვენი — ღია ვარდისფერი, გემო — სასიამოვნო.

შავბარდა საშუალო ზრდისაა. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-185 დღეა. სიმწიფეში ოქტომბერის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 6.0-7.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 18.7-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-9.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად, რომელიც ხასიათდება ღია წითელი შეფერვით, სიმსუბუქითა და დამახასიათებელი არომატით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 409