პირღებული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირღებული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჯიში იმ ადგილმდებარეობის სახელს ატარებს, სადაც იპოვეს გაგარეულებულ მდგომარეობაში (ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, პირღებულის მონასტრის ტერიტორია).

მცირედაა გავრცელებული ბოლნისისა და მარნეულის სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სოლისებური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, მხოლოდ მთავარი ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდიდისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი წვნიანია.

პირღებული თეთრი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 167 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 300