ღრუბელა კახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღრუბელა კახური, ღრუბელა ყურძენი, ღრუბელა მეტეხური — ქართული აბორიგენული რუხყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია, აბლაბუდის ქვეშ საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვაა. ქვედა იარუსის ფოთლებზე შებუსვა სქელი ქეჩისებრი ხდება. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი. იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც გვხვდება. მტევნები საშუალო სიკუმსისაა თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია. სასიამოვნო გემოთი.

ღრუბელა კახური საშუალო ზრდისა და საშუალო ან საშუალოზე დაბალ მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 128 დღიდან 168 დღემდე მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 170-255 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.5-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-6 გ/ლ-ს.

მიიღება მწვანე-ჩალისფერი, მსუბუქი, მცირესხეულიანი სუფრის მშრალი ღვინო სუსტად განვითარებული ჯიშური არომატით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 398