ფერუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფერუანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ აქა-იქ ემჩნევა თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სიმწიფეში მუქი წითელია ან შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქიო საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — სასიამოვნო.

ფერუანი სუსტი ზრდისა და მცირემოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 153 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 65-100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი დაახლოებით 5.7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-8 გ/ლ-ს.

იძლევა კარგი ხარისხის სუფრის წითელ მშრალ ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 371

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]