მესხური საფერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მესხური საფერექართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა. დაუნაკვთავი და მრგვალია, გვხვდება გულისმაგვარი და ოდნავ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მრგვალია, მუქი შავი ფერის, კანი თხელი აქვს. რბილობი წვნიანია, წვენი მუქი შინდისფერია.

მესხური შავი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-160 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 95 გრამია. ყურძნის სრულ სიმწიფეში მისი შაქრიანობა აღწევს 17.9%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მუქი შინდისფერია, ხალისიანი, სასიამოვნო არომატით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 241