კიკაჩა წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიკაჩა წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალოდ კუმსი. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია ან ხორციანი და წვნიანი, წვენი შეუფერავია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

კიკაჩა წითელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 179 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 145-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 187