თეთრი ჩხავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზენათურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი და მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი და მცირეხორციანი, გემო — სასიამოვნო.

ჯიში სიმწიფის საგვიანო პერიოდისაა. გამოიყენება თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 152