მელანიასეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელანიასეულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი საშუალო ზომის, მომრგვალო, შავი ფერის. კანი საკმაოდ უხეშია, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია. ვაზი მცირემოსავლიანია.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 236