ტაბიძისეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაბიძისეული — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დიმიტრი ტაბიძის მიერ. მშობელ წყვილებად გამოყენებულია საფენა და ხიხვი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სრულ სიმწიფეში მოყვითალო, ქარვისფერი ელფერით, ცვილისებრი ნაფიფქით საშუალოდაა დაფარული. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივისაა, რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

გავრცელებულია შერეული სახით ყვარლის მუნიციპალიტეტის ვენახებში. სელექციურად სუფთა ნარგაობის სახით დაცულია ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება მინდვრის ყვავილების არომატებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 558

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, აგვისტო, 2021, № 65, გვ. 7.