ჯაჭვაძისეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაჭვაძისეული, ჯაჭვაძის ვაზი, ფშავლის წითელი, ფშავურა ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

გავრცელებულია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია ხშირჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, მუქი ლურჯი.

ჯაჭვაძისეული საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8-22.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.7-12.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის მშრალი წითელი ღვინის, აგრეთვე საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 535