ევნაძის თეთრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევნაძის თეთრა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის და დაუნაკვთავი. მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული, ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ძლიერ კუმსი, მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული ფორმის, თეთრი ფერის. ვაზი ძლიერი ზრდისაა და სიმწიფის საშუალო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშს მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 115