ცხენისძუა თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხენისძუა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ამჟამინდელი სახელი მეჩხერი მტევნების გამო შეარქვა შალვა წიქვაძემ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განტოტვილი, ზოგჯერ კონუსური, მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, თეთრი, მოყვითალო ელფერით. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, მომჟაო-მოტკბო გემოთი.

ცხენისძუა თეთრი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 102 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად და სხვა ადგილობრივ ჯიშებთან საკუპაჟედ. ჯიში საინტერესოა სელექციური მიზნებისთვის, როგორც გვალვისა და ყინვის მიმართ გამძლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 455