ასპინძურა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპინძურა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ზემო ქართლიდან.

ამ ჯიშის ძველი სახელწოდება დაკარგულია. ამჟამინდელი სახელი კი მხოლოდ იმიტომ დაერქვა, რომ იგი გვხვდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტოლოში, ხიზაბავრა და ოშორა. აგრეთვე ძველ ნასოფლარებზე ასი, ასორმოცდაათწლიანი ძირების სახით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია და მხოლოდ ძარღვებია დაფარული თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. კუმსი და საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად კი თხელი. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, შავი, იასამნისფერი ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს, გემო ჰარმონიული და სასიამოვნო.

ვაზი ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-165 დღეა. მტევნის წონა 100-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 14.0-17.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მიიღება კარგი ხარისხის, ინტენსიურად შეფერილი, ჰარმონიული, სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 48