დედოფლის კითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედოფლის კითი, თითა მეგრულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

„კითი“ მეგრულად თითს ნიშნავს. ჯიშის სახელწოდება ქართულად „დედოფლის თითია“. მცირე ნარგავების სახითაა სამეგრელოში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, საშუალო სიკუმსის, იშვიათად მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მოგრძო, ღია ოქროსფერი. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს.

დედოფლის კითი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 4.5-6 ტონაა. სრული სიმწიფის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა აღწევს 18.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.5 გ/ლ-ს.

ჯიში სასუფრე დანიშნულებისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 103