თავწითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავწითელა, თავწითელა დონდღლაბი, მწვანე დონდღლაბიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

მზისკენ მიმართული მხარე სრულ სიმწიფეში მოწითალო აქვს და აქედან მიიღო თავისი სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თითქმის ოვალური, სამ-ხუთნაკვ-თიანი, იშვიათად მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებურად არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად კონუსური ფორმის, ფრთიანი. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური მტევნებიც, საშუალო სიკუმსის. მარცვალი დიდი ზომის, მომ-რგვალო ან თითქმის ოვალურია. მომწვანო-მოყვითალო, ხოლო მზის მხარეს მოვარდისფრო ელფერით. კანი სქელი აქვს, მვვრივი, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანი და მკვრივია.

თავწითელას სავეგეტაციო პერიოდი 175 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მოსავალი ძალიან არათანაბარი აქვს. მტევნის წონა 130-150 გრამს შორის მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, მჟავიანობა — 5.5-6.5 გ/ლ-ს.

მიიღება ვარგი ხარისხის სუფრის თეთრი ღვინო, ასევე გამოსადეგია სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 143