კუდურაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუდურაული, ჩაღვინაური, ჩიღვინაური, ჩიღვინაურის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი პატარა ზომისაა, თირკმლისებური ფორმის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოყვითალო-ქარვისფერი, კანი სქელი და მკვრივი აქვს, რბილობი წვნიანი და ტკბილი.

კუდურაული საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 147 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 127-167 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონას შეადგენს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-8 გ/ლ-ს.

კუდურაულისგან ჰარმონიულ, სასიამოვნო გემოსა და არომატის ხარისხიან სუფრის თეთრ ღვინოს ამზადებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 201