არქაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზნაურაქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

გავრცელებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (ისტორიულ ჰერეთში), სოფელ მთისძირში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მტევნები დიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო, ვარდისფერი. რბილობი ხორციანი აქვს, წვენი — ტკბილი და უფერული, სასიამოვნო გემოთი და მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატით. მტევნის წონა 600-2000 გრამს შორის მერყეობს. არქაული ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 48