ხარისთვალა მესხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარისთვალა მესხურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ერთეული ძირებია შემორჩენილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო და გულისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია და მხოლოდ ძარღვების გასწვრივ გასდევს ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი. საშუალო სიმკვრივის ან თხელია. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, ყვითელი, ქარვისფერი ელფერით. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ხარისთვალა მესხური ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 135-156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში ან სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 170-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. გამოირჩევა მტევნის ლამაზი აღნაგობით, დიდი და ქარვისფერი მარცვლებით, ტრანსპორტირების უნარითა და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 509