ჟღია სავგვიანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟღია სავგვიანოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ერთეული ძირების სახითაა გავრცელებული კახეთში: თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად კვერცხისებური ფორმის, მთლიანი, იშვიათად სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სუსტი აბლაბუდისებრი და ხშირი ქეჩისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი, კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანია ან მხრიანი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მოწითალო ელფერი დაჰკრავს.

ჟღია საგვიანო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინისა და საბრენდე სპირტის დასამზადებლად

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 305