მუხა მწვანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხა მწვანე, ვარიანული მწვანექართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

გორული მწვანეს ერთ-ერთი ვარიაციაა. გამოვლენილია სელექციონერ ნადეჟდა ჩახნაშვილის მიერ. გავრცელებულია ლიახვის ხეობის ვენახებში. არის აგრეიივე ატენში და ქართლის სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საკმაოდ დიდია, ძირითადად განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრად. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსი. ხშირად უვითარდება ზედა კუმფხალები და ხასიათდება მსხვილმარცვლიანობით. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი. მომწვანო-მოყვითალო ელფერის. რბილობი საკმაოდ მკვრივი აქვს. მტევნის ზემოიი მარცვალი უფრო მსხვილია, ვიდრე მტევნის ბოლოს. საერთოდ მარცვლების ზომა ცვალებადია. მტევანზე აგრეთვე შეიმჩნევა განუვითარებელი (პართენოკარპული) მარცვლები.

მუხა მწვანე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 185 გრამია. წვენის გამოსავლიანობა შედარებით ნაკლები აქვს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-9 გ/ლ-ს.

მიიღება ვარბი ღირსების სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 253