ძველი ალექსანდროული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ალექსანდროულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, სამი ან ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად საშუალოდაა შებუსული, მაგრამ მწვანე პარენქიმა (ძირითადი ქსოვილი) მაინც მოუჩანს. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული, ხშირად კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი და ძლიერ კუმსი. არის თხელი და ძალიან თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ თითქმის კვერცხისებური, მუქი-წითელი, მოლურჯო ელფერით. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული, რბილობი — წვნიანი.

ძველი ალექსანდროული საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 138 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.5-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-9 გ/ლ-ს.

ძველი ალექსანდროული გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 464